ახალი ამბები
მეწარმეობის სწავლება ქუთაისის სკოლებში - საჭიროა მოსწავლეებისთვის
FaceBook

საგანი, დანერგვის ეტაპს ქუთაისის სამ საჯარო  სკოლაში გადის

2016 წლიდან, განახლებული პროგრამით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 221 საჯარო სკოლაში დანერგვის ეტაპს გადის არჩევითი საგანი "მეწარმეობის საფუძვლები".

აღნიშნული საგანი, დანერგვის ეტაპს ქუთაისის სამ საჯარო # 7, # 31 და # 33 სკოლაშიც გადის.

როგორც ქუთაისის განათლების რესურსცენტრში განმარტავენ, საგანი მოსწავლეებისთვის სასარგებლო და საინტერესოა.

"ვთვლი რომ საჭირო და  აუცილებელია მოსწავლეებისთვის ამ საგანის ცოდნა,  რაც შესაძლოა მომავალში მათ ძალიან გამოადგეთ," - ამბობს ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძრვანელი ბადრი ვაშაკიძე.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგანი ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებში სამეწარმეო, დაგეგმვისა და ორგანიზების უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, ასევე მოსწვალეებს ეხმარება არჩევანის გაკეთებაში თუ როგორ შეიძლება იდეა გადაიქცეს კონკრეტულ საქმიანობად, რომელმაც მას მომავალში შეიძლება მოუტანოს როგორც შემოსავალი ასევე, მისცეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების, თვითგამოხატვის, თვითდასაქმებისა და სხვების დასაქმების საშუალება. საგანი აგრეთვე ეხმარება მოსწავლეებს სწორი გადაწყვეტილება მიიღონ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით.

პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს საშუალება აქვთ საკუთარი მინიკომპანიები ჩამოაყალიბონ, ისინი თანატოლებიდან ირჩევენ კომპანიის დირექტორთა საბჭოს, ახორციელებენ კაპიტალის მოზიდვას (სიმულაცია), მომხმარებელთა საჭიროებების კვლევას, იწყებენ საქმიანი დოკუმენტაციის წარმოებას და ახდნენ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას. სწავლების პროცესში მოსწავლეები ასევე ეცნობიან სხვადასხვა საწარმოების საქმიანობას.

Print