ახალი ამბები
ქუთაისი-გეგუთის გზის რეაბილიტაცია დაიწყო - პროექტზე 18 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
FaceBook
გზის ნაწილი ქუთაისთან მთავარი დამაკავშირებელი კვანძი გახდება.


ნიკეას ქუჩა–გეგუთის სატრანსპორტო კვანძის 4.1 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.

სამშენებლო მონაკვეთი ქუთაისში ნიკეას ქუჩის ბოლოს მდებარე მოედნიდან იწყება და გეგუთში არსებულ სატრანსპორტო კვანძთან სრულდება.

პროექტის შესაბამისად, გზის ამ მონაკვეთზე 4 ზოლიანი ბეტონის გზა და რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი აშენდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ნაწილი ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის ახალ ჩქაროსნულ გზას შეუერთდება და ქუთაისთან მთავარი დამაკავშირებელი კვანძი გახდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

პროექტის განხორციელებისთვის რეგიონული განვითარების სამინისტროდან 18 მილიონ ლარამდე უნდა დაიხარჯოს.

Print