ახალი ამბები
თერჯოლაში ნავენახევის მღვიმის რეაბილიტაცია იგეგმება
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტში ნავენახევის მღვიმეში ტურისტული ზონის მოწყობა იგეგმება.


საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნავენახარის მღვიმე ტურისტულად აქტიური ზონა გახდება.

"ნავენახარის მღვიმეში ჩატარდება რეაბილიტაცა და ის გახდება ისეთივე ტურისტული ადგილი, როგორიც არის პრომეთეს მღვიმე," - აცხადებენ გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.

ნავენახევის მღვიმის რეაბილიტაციის პროექტი უკვე მზადა არის. ეკონომიკის სამინისტროსგან ნებართვის გაცემის შემთხვევაში, პროექტი დაფინასებისთვის ბიზნესმენებს წარედგინებათ.



Print