ახალი ამბები
ქუთაისელმა "პატრიოტებმა" პარტიის ოფისი თვითნებურად გადაღებეს
FaceBook
ქუთაისის მერიამ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის ორგანიზაციას გაფრთხილება მისცა.
"პატრიოტებმა" ადგილობრივი თვითმმართველობისგან სიტყვიერი გაფრთხილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში მდებარე ოფისის ფასადი თვითნებურად წითელი ფერით გადაღებეს.

მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ ნებისმიერი სამშენებლო საკითხი უნდა იყოს შეთახმებული შესაბამის სამსახურში, მათ შორის ფასადის შეღებვაც.

"პარტიას მივეცით სიტყვიერი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ გადაღებოს სხვა ფერით. თუ რა ფერი იქნება ამის შესახებ შეთანხმება ორშაბათს უნდა მოგვიტანონ", - ამბობს ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ბაქარ ჭეიშვილი.

მერიაში განმარტავენ, რომ თუკი პარტიის მიერ არ მოხდება იმ ფერის შერჩევა, რომელიც ქალაქის იერსახეს არ დაამახინჯებს, შესაბამისი სამსახური პარტიას 200 ლარით დააჯარიმებს.





Print