ახალი ამბები
ქუთაისის ააიპი დაწესებულებებში კონკურსი შეჩერებულია
FaceBook
ბოლო ერთი თვეა მერიას არც ერთ ააიპში კონკურსი არ გამოუცხადებია

ქუთაისის მერიის ააიპი დაწესებულებებში კონკურსი დროებით შეჩერებულია. ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკურსის შეჩერების მიზეზებზე ინფორმაცია არ აქვთ, მერიის პრესსამსახურში კი ამბობენ, რომ კონკურსი გაგრძელდება, მაგრამ როდის არ იციან.

ქუთაისის ააიპი დაწესებულებებში კონკურსის ახალი ეტაპი გასული წლის აგვისტოდან დაიწყო. ბოლო 7 თვის განმავლობაში, კონკურსი მხოლოდ 4 დაწესებულებაში ჩატარდა. ბაგა-ბაღების, სპორტულ დაწესებულებათა, კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ბოლოს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში.

ბოლო ერთი თვეა მერიას არც ერთ ააიპში კონკურსი არ გამოუცხადებია.

ქუთაისის განვითარების სტრატეგიული  გეგმის მიხედვით, ქუთაისში 13 ააიპი დაწესებულებაა. 




Print