ახალი ამბები
ქუთაისის მაჟორიტარული ოლქის საზღვრები დაამტკიცეს
FaceBook
ასევე მიმდინარეობს ქუთაისის საარჩევნო რუკის განახლება


ცენტრალური სააარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს ქუთაისთან ერთად, (კანონით განსაზღვრული შესაბამისი ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში) თბილისის, ბათუმისა და რუსთავის 30 მაჟორიტარული ოლქის საზღვრებიც დამტკიცეს.

ასევე, მიმდინარეობს ქუთაისის,თბილისის, ბათუმისა და რუსთავის საარჩევნო რუკების განახლება.

ცესკოს ადმინისტრაციაში განმარტავენ, ამ გადაწყვეტილების თანახმად ამომრჩეველთა ხმების ძალა ადეკვატურად გამოიხატება მანდატის წონაში.

"მიღწეულია "ხმის თანაბრობის" ფუნდამენტური პრინციპი, რომლის დანერგვაზეც წლების განმავლობაში საკუთარ რეკომენდაციებს წარმოადგენდნენ ვენეციის კომისია, ეუთო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები," - აცხადებენ ცესკოში.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროექტი მაჟორიტარული ოლქების საზღვრებთან დაკავშირებით, 14 მარტიდან გაასაჯაროვა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნისთვის და მათი საზღვრებისა და ნომრების განსაზღვრისთვის კანონმდებლობით გაწერილი ვადა მიმდინარე წლის 1 აპრილამდე ჰქონდა.

კორექტირებული რუკები ცესკოს ვებ-გვერდზე განთავსდება.

Print