ახალი ამბები
ქუთაისის მერს "ვარსკვლავი" გაუხსნეს
FaceBook
აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით მერიაში ნეპოტიზმის არსებობა გააპროტესტეს

"თავისუფალი ზონის" წევრებმა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ქალაქის მერს შოთა მურღულიას ნეპოტიზმის სახელობის "ვარსკვლავი" გაუხსნეს.

აქცია-პერფომანსის მონაწილეებმა ამ ფორმით ქუთაისის მერიაში ნეპოტიზმი გააპროტესტეს.

მათი თქმით, ქალაქის მერს საკუთარი თანაშემწის, მოადგილისა და ვიცე - მერის თანამდებობაზე კლასელები ჰყავს დასაქმებული.

"ქუთაისის მერია არ არის მე-9-ა კლასი. მურღულიას მერიაში დასაქმებული ჰყავს თავისი ნათესავები სხვადასხვა პოზიციებზე, რასაც ბუნებრივია ვაპროტესტებთ,"- ამბობს "თავისუფალი ზონის" ქუთაისის მთავარი კოორდინატორი ნიკოლოზ ნარსია.

აქციის მონაწილეები მერის იმ ნათესავთა სიის გასაჯაროებას აპირებენ, რომლებიც მათ თქმით მურღულიამ მერიაში დაასაქმა.

Print