ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში რეფერენდუმის ჩატარების 25-ე წელი აღნიშნეს
FaceBook
საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერნდუმის ჩატარების 25 -ე წელი ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიებით აღნიშნეს. 
"ჩვენ ამ დღეს გავიხსენებთ ყოველთვის, სანამ იქნება საქართველო. საქართველო კი  იქნება მუდამ. ეს არის დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლად გამოცხადებას,"- განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, ომარ ნიშნიანიძემ.

"ვიხსენებთ იმ დღეს, როცა  ქართველი ხალხის ერთობა და აღტკინება ძალიან დიდი იყო. ეს არის საფუძველი დღევანდელი საქართველოს დამოუკიდებლობის," -განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, შალვა კირთაძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმი 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა.
Print