ახალი ამბები
საია-ში ქუთაისის განვითარების გეგმის საშუალოვადიანი კონცეფცია განიხილეს
FaceBook
გეგმის კონცეფეციის წარდგენის მიზანი არასამთავრობი სექტორის  გააქტიურება და  მათი მხრიდან რეკომენდაციების მიღება  იყო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის საშუალოვადიანი კონცეფცია წარადგინეს. კონცეფცია ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, პაატა კლდიაშვილმა წარადგინა.

საია-ში საშუალოვადიანი გეგმის კონცეფეციის წარდგენის მიზანი, საკრებულოში მის დამტკიცებამდე, NGO სექტორის მხრიდან რეკომენდაციების მიღება იყო. 

ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის საშუალოვადიანი კონცეფციის თანახმად, ქუთაისს 7 ფუნქცია და 4 სტრატეგიული მიმართულება აქვს.

საშუალოვადიანი გეგმის მიხედვით, ქუთაისი დასავლეთ საქართველოში ლიდერი ქალაქი უნდა გახდეს და შესაბამისად, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროში ადმინისტრაციული მომსახურება უნდა გაწიოს.

გეგმის მიხედვით ქუთაისი დასავლეთ საქართველოში განათლების, ვაჭრობისა და ლოჯისტიკის, სამედიცინო მომსახურების, მცირე ინდისტრიული, კულტურისა და სპორტის ცენტრად უნდა გადაიქცეს. ასევე, რეგიონის მასშტაბით ტურისტული ჰაბის ფუნქციაც უნდა მოირგოს. 

კლდიაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებს ქალაქი ამ დროსთვის ასრულებს. თუმცა, როგორც კლიაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია ამ სფეროებში ქუთაისი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ლიდერობდეს.

ქუთაისის მერიის  ეკონომიკურმა სამსახურმა ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის საშუალოვადიანი კონცეფციის სამუშაო ვერსია პირველად რამდენიმე კვირის წინ წარმოადგინა. 



Print