ახალი ამბები
გიგლა აგულაშვილი იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა
FaceBook
მინისტრის განცხადებით, იმერეთის რეგიონში 30 ჰექტარი მიწის განაშენიანება მოხდება.


ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე იმერეთის მუნიციპალიტეტებში გარემოს დაცვის კუთხით არსებული პრობლემები განიხილეს.

"განვიხილეთ ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია იმერეთის რეგიონისთვის, დაცული ტერიტორიები, სატყეოებში არსებული მდგომარეობა, ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება და სხვა საკითხები. შეხვედრების დროს ვცდილობთ მოვძებნოთ ერთობლივად პრობლემების გადაჭრის გზები"- განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, იმერეთის რეგიონში 30 ჰექტარი მიწის განაშენიანება მოხდება.

Print