ახალი ამბები
ქუთაისში სოციალური საცხოვრისი 80-მდე ოჯახისთვის მოეწყობა
FaceBook
პროექტისთვის სულ 2,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ქუთაისში, სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად, პირველ ეტაპზე ადგილობრივმა თვითმმართველობამ ერთი მილიონი ლარი გამოყო. გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

ქუთაისის მასშტაბით, მერია 50-დან 80-მდე ადამიანის საცხოვრისით უზრუნველყოფას გეგმავს. ჯამში, პროექტისთვის 2,5 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. პირველ ეტაპზე სცხოვრისების მოწყობას ერთი მილიონი ლარი მოხმარდება, ორი წლის შემდეგ კი დამატებით მილიონ ნახევარი დაიხარჯება.

"უკვე გადაწყვეტილია, რომ სოციალური საცხოვრისების მოსაწყობად გამოყენებული იქნება 2500 კვადრატული მეტრი ფართი. ჯამში 80-მდე ადამიანის საცხოვრისით დაკმაყოფილება მოხდება", - ამბობს ქუთაისის ვიცე-მერი, კოტე ქავთარაძე.

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად ადგილობრივი თვითმმართველობა კონკურსს გამოაცხადებს.
Print