ახალი ამბები
ნაციონალები სუს-ის ჩაშლილ ანგარიშზე - ეს მასკარადი უმრავლესობამ შემოგვთავაზა
FaceBook
ირმა ნადირაშვილის განმარტებით,  მოსმენა უმრავლესობამ იმიტომ ჩააგდო, რომ უმცირესობას გომელაურისთვის შეკითხვები არ დაესვა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა სუს-ის არშემდგარი ანგარიში წინასწარ დაგეგმილ მასკარადად შეაფასეს.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების განმარტებით, იმის გამო, რომ ქვეყანაში სუსი სუსტად მუშაობს ანგარიშის მოსმენის ჩაშლა უმრავლესობას წინასწარ ქონდა დაგეგმილი.

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ირმა ნადირაშვილის განმარტებით სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მოსმენა უმრავლესობამ იმიტომ ჩააგდო, რომ უმცირესობას გომელაურისთვის შეკითხვები არ დაესვა.

"წინასწარ იყო დაანონსებული, რომ პარასკევს შეხვედრაზე მიდიოდა გომელაური და ის ვერ იქნებოდა ანგარიშის წარდგენაზე, ამიტომაც ჩააგდეს დღევანდელი მოსმენა", - აღნიშნა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ რომ დღეს პარლამენტში დეპუტატებს სუს-ის ხელმძღავნელის ვახტანგ გომელაურის ანგარიში უნდა მოესმინათ, თუმცა იმის გამო რომ კვორუმი ვერ შედგა მოსმენა პარასკევს გადაიტანეს.

თუმცა პარასკევს უწყების ანგარშს ვახანგ გომელაურის გარეშე წარადგენენ.

Print