ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურმა სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო
FaceBook
შემოსავლების სამსახურმა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის საბაჟო გამშვებ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და სერვის-ცენტრებში საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო.

პირველი საინფორმაციო - შემეცნებითი სემინარი დღეს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის შემოსავლების სამსახურის ქუთაისის სერვისცენტრში მოეწყო.

"პროექტი მიზნად ისახავს ერთი მხრივ, საზოგადოებაში საგადასახადო ცნობიერების ამაღლებას და მეორე მხრივ, სტუდენტების პროფესიულ ორიენტაციაში დაეხმარებას. სტუდენტებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ მუშაობს შემოსავლების სამსახური,"- ამბობს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვახტანგ ლაშქარაძე.

სტუდენტები ადგილზე გაეცნენ მომსახურების დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას და მიიღეს ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც შემოსავლების სამსახური სთავაზობს გადასახადის გადამხდელებს.

პროექტში ქვეყნის მასშტაბით 33 უმაღლესი სასწავლებელია ჩართული.
Print