ახალი ამბები
პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 აპრილს დაიწყება
FaceBook
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2016-2017 სასწავლო წლისათვის.

რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:

I ეტაპი: 2016 წელი, 4 აპრილი - 18 აპრილი


რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში.

რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

• რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;

• რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;

• რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში,

19 აპრილი - 28 აპრილის ჩათვლით.

II ეტაპი: საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია

2016 წელი, 4 მაისი - 25 მაისის ჩათვლით

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი: 2016 წელი, 14 ივნისი - 30 ივნისის ჩათვლით

რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

2016-2017 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებსთვის უსრულდებათ 6 წელი. 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყება 15 სექტემბერს.
Print