ახალი ამბები
ნიკა ლატარია -"მიწების გასხვისების კანონიერება 2016 წლის ჩათვლით უნდა იქნას შესწავლილი"
FaceBook
ლატარია მიიჩნევს, რომ ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ოპოზიციამაც.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია, გასულ წლებში გასხვისებული მიწებისა და შენობა-ნაგებობების განკარგვის კანონიერების შესწავლის მიზნით, საკრებულოში დრობითი კომისიის შექმნას მხარს უჭერს, თუმცა, მიიჩნევს, რომ სამუშაო ჯგუფმა არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, არამედ მოქმედი ხელისუფლების დროს გასხვისებული ქონების კანონირებაც უნდა შეისწავლოს.

"რატომ ვითხოვთ მხოლოდ ბოლო 10 წლის შესწავლას? მე მომხრე ვარ 2016 წლის ჩათვლით იქნას შესწავლილი უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. მე მზად ვარ ვიყო ამ კომისიის წევრი და ვფიქრობ ოპოზიციასაც უნდა მივცეთ საშუალება მიიღოს მონაწილეობა ჯგუფის მუშაობაში,"- განაცხადა ლატარიამ.

2004-2014 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ  გასხვისებული უძრავის ქონების კანონიერების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის საკითხის განხილვას, სკარებულოს უმრავლესობამ დღეს მხარი არ დაუჭირა.

საკითხის განხილვა  ორი კვირით გადაიდო.

Print