ახალი ამბები
თემურ ცამციშვილი - კითხვა მაქვს კულტურის სამსახურთან
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მენეჯერი, თემურ ცამციშცილი კულტურის სამსახურს შეკითხვით მიმართავს. ცამციშვილს პასუხი აინტერესებს შეკითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხვდა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი დღეს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც კულტურის სტრატეგიის შენუშავების საკითხს განიხილავდნენ. 

"იმ შენობის გვერდზე, სადაც დღეს კულტურის სტრატეგიულ განვითარებას გეგმავდით, ხომ არ შეგიმჩნევიათ ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც 16 სახელოვნებო დარგს იტევს და სისტემატურად უამრავი არტისტი და კულტურის მოღავწე სტუმრობს, სწავლობს 200 ბავშვი, რომელმაც ჩვენი ქალაქის მომავალი კულტურული სახე უნდა წარმოადგინოს, მაინტერესებს, ამ ორგანიზაციას ეკუთვნოდა თუ არა შეხვედრაზე მიწვევა?
პ.ს. აქვე მინდა გითხრათ, კულტურის სტრატეგია მიმართული უნდა იყოს კულტურით როგორც პროდუქტით კერძო სექტორის დაინტერესებაზე. თუ ჩემი არ გჯერათ გავიკითხოთ მეზობლად " ევროპაში" :))," - წერის თემურ ცამციშცილი სოციალურ ქსელში.
შეხვედრას, სადაც ახალგაზრდული ცენტრი არ მიიწვიეს, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე,  ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენელბი და კულტურის სფეროში ჩართული პირები ესწრენოდნენ.
Print