ახალი ამბები
ქუთაისის მერია საჯარო მოხელის დღის აღსანიშნავად 41 100 ლარის დახარჯვას გეგმავს
FaceBook
ქუთაისში საჯარო მოხელის დღის აღსანიშნავად ღონისძიება გაიმართება.
2026 წლის 19 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებისთვის ქუთაისის მერიამ 41 100 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ღონისძიება ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში გაიმართება. სივრცით უზრუნველყოფას შემსყიდველი, ანუ ქუთაისის მერია, განახორციელებს.

ტენდერის ფარგლებში შერჩეულმა კომპანიამ ღონისძიების ორგანიზება მერიასთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს. მომსახურება ასევე, ითვალისწინებს ღონისძიების ბრენდინგის შემუშავებას, მათ შორის ბანერების, დიპლომების, სამკერდე ნიშნებისა და სიმბოლური პრიზების დიზაინის შექმნას.

მიმწოდებელმა უნდა დაამზადოს და დაამონტაჟოს მანათობელი წარწერა „#საჯარომოხელე“, მოაწყოს სცენა, პოდიუმი და განათების აპარატურა. კომპანიას ასევე დაევალება საჭირო ინვენტარის მონტაჟი და დემონტაჟი, ღონისძიების სივრცის მოწესრიგება და დასუფთავება.


Print