ახალი ამბები
პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელის მოსმენა კვორუმის გამო გადაიდო
FaceBook
საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მოსმენა გადაიდო.

გომელაურს დღეს დეპუტატების წინაშე სუს-ის საქმიანობის შესახებ ანგარიში უნდა წარედგინა. თუმცა, იმის გამო, რომ პარლამენტში კვორუმი არ შედგა, მოსმენა გადაიდო.

ორჯერ გამოცხადებული რეგისტრაციის მიუხედავად, დღევანდელი მოსმენისთვის კვორუმი არ შედგა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განმარტებით, პარლამენტის რეგლამენტი რეგისტრაცის მესამედ გავლას არ ითვალისწინებს. მან, ასევე იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ქვორუმი არ შედგა.

"იცით რომ რამდენიმე დეპუტატი მოხვდა ავარიაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ასევე, მნიშვნელოვანი დელეგაცია იმყოფება საქართველოში, რის გამოც დეპუტატებმა აქ ჩამოსვლა ვერ მოახერხეს," - გამნაცხადა მანანა კობახიძემ.

ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოს შენობა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა. 

პარლამენტში დეპუტატები ვახტანგ გომელაურს პარასკევს მოუსმენენ.



Print