ახალი ამბები
მომდევნო წლიდან ქუთაისში კომერციული სამარშრუტო ხაზები აღარ იქნება — დავით ერემეიშვილი
FaceBook
მომავალი  წლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებას სრულად მუნიციპალური ავტოპარკი უზრუნველყოფს და კომერციული სამარშრუტო ხაზები აღარ იქნება.
ამის შესახებ ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქუთაისმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლოს, როგორც თავისი და აღარ დასჭირდეს კომერციული ხაზები. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ამ კუთხით. ბევრად მოუწესრიგებელი მიკროავტობუსები გამოჰყავთ ამ კომერციულ ხაზებს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომდევნო წელს საერთოდ ჩავანაცვლებთ — სახელმწიფო ტრანსპორტი იქნება ქალაქში“, — განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

მისი თქმით, ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებისთვის ბიუჯეტში 10 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. შეძენილია 14 მიკროავტობუსი, წლის ბოლომდე მათი შემოყვანა იგეგმება, ახალი ავტობუსები კი ქალაქში იანვარ-თებერვალში შემოვა.
Print