წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები განათლების
სამინისტროს შეთავაზებას არ ეთანხმებიან.
სამინისტრო მათ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის შენობაში გადასვლას
სთავაზობს, თუმცა მოსწავლეებს სწავლა მეორე ცვლაში მოუწევთ, რაც
მშობლებისთვის მიუღებელია.
მშობლების მოთხოვნაა, მოსწავლეები წყალტუბოში არსებული კოლეჯის
შენობაში გადაიყვანონ. ამ მოთხოვნით ისინი სამინისტროს წერილობით
მიმართავენ.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ჩხეტიანის თქმით, კოლეჯის
შენობაში გადასვლის შემთხვევაში, პროფესიული სწავლების პარალელურად,
სკოლის მოსწავლეების განთავსება შესაძლოა, პრობლემური აღმოჩნდეს.
მისი განმარტებით, კოლეჯის აუდიტორიები 200-ზე მეტ მოსწავლეს ვერ
იტევს, მაშინ როცა N2 საჯარო სკოლაში დაახლოებით 800 მოსწავლეა.
ჩხეტიანის თქმით, სავარაუდოდ, კოლეჯშიც მეორე ცვლის ორგანიზება
გახდება საჭირო, რაც მშობლებს უკვე განუმარტა.
მიუხედავად ამისა, მშობლები სამინისტროს წერილობით მიმართავენ და
მოითხოვენ, რომ მოსწავლეები კოლეჯის შენობაში გადაიყვანონ.
სამინისტროს გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები