წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთის ბროწეულას საჯარო
სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, შენობის დაზიანების გამო
მოსწავლეების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა.
წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ჩხეტიანის
ინფორმაციით, შენობას უფრო მაღალი ხარისხის დაზიანებები აქვს, ვიდრე
წყალტუბოს №2 საჯარო სკოლას, რომლის შენობაშიც
სასწავლო წლის დაწყების შემდეგ სწავლა შეწყდა.
სკოლაში 90 მოსწავლე ირიცხება, რომლებიც ამ დროისთვის
ონლაინრეჟიმში სწავლობენ. განიხილება მათი ალტერნატიულ ფართში
გადაყვანის საკითხი. ერთ-ერთი ვარიანტია ახლომდებარე მუხიანის საჯარო
სკოლა, მეორე კი — სოფელში არსებული ორსართულიანი შენობა, რომელიც
უკვე მოძიებულია. მის გამოყენებაზე რესურსცენტრი განათლების
სამინისტროს თანხმობას ელოდება.
მამუკა ჩხეტიანის განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით,
მოსწავლეებს ან სხვა სკოლაში გადაიყვანენ და ტრანსპორტირებას
დაუნიშნავენ, ან სწავლას იმავე სოფელში მოძიებულ კერძო სახლში
გააგრძელებენ.
მასალის გამოყენების პირობები