ახალი ამბები
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-სთვის 400 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა
FaceBook

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ ENKA-ს სასარგებლოდ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება დაუშვა.


გადაწყვეტილება ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებულ დავას ეხება. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ENKA-სთვის დაახლოებით 350 მილიონი დოლარის, დამატებული პროცენტის გადახდა მოუწევს.

დავა ENKA-სა და საქართველოს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქულმა კომპანიამ ნამახვანჰესის პროექტზე სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა.

ENKA-ს პოზიციით, ხელშეკრულების შეწყვეტა საქართველოს მხრიდან შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას უკავშირდებოდა. კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა.

2024 წლის დეკემბერში საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ENKA-ს სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს კომპანიისთვის დაახლოებით 350 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

კომპანია „ენკამ“ საქართველოს ხელისუფლებასთან 2019 წელს გააფორმა შეთანხმება, ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 800 მილიონი აშშ დოლარი იყო.

„ნამახვანის“ პროექტს ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების მხრიდან. 2021 წელს „ენკამ“ შეწყვიტა ხელშეკრულება, სადაც სხვადასხვა დარღვევასა და პროექტის შესრულების შეუძლებლობაზე მიუთითებდა.

2022 წელს „ენკამ“ დაიწყო საარბიტრაჟო დავა, რათა მოეთხოვა კომპენსაცია ხელშეკრულების შეწყვეტისა და გადაცემული აქტივების ღირებულებისთვის. 2024 წლის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს 400 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა კომპანიის სასარგებლოდ.

ამის შემდეგ კომპანია „ენკამ” პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარებისა და საფრანგეთში მისი აღსრულების ნებართვის მისაღებად მიმართა.

ამავე თემაზე:



 

Print