ახალი ამბები
იმერეთის 7 სკოლამ ახალი სასწავლო წელი პირველკლასელების გარეშე დაიწყო
FaceBook

იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში — წყალტუბოსა და ბაღდათში — ახალი სასწავლო წელი რამდენიმე საჯარო სკოლამ პირველკლასელების გარეშე დაიწყო.


წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პირველკლასელები არ ჰყავთ გუბისწყლის, ჟონეთის, საჩხეურის №1, ცხუნკურის №2 და დერჩის საჯარო სკოლებს.

წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მამუკა ჩხეტიანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში წელს სულ 358 პირველკლასელია, მაშინ როცა გასულ წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 500 იყო.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 39 საჯარო და 2 კერძო სკოლაა, სადაც ჯამში დაახლოებით 5 000 მოსწავლე სწავლობს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში კი პირველი კლასის მოსწავლეები წელს არ ჰყავთ სოფელ ზეგნის №1 და სოფელ საკრაულის საჯარო სკოლებს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის 21 საჯარო სკოლაში სულ 2 409 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის 137 პირველკლასელია.

 

Print