ახალი ამბები
თერჯოლის მერია: პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ჩვენი კომპეტენცია არ არის
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე კი სკოლის მოსწავლეებისთვის კვლავ გაურკვეველია, მოუწევთ თუ არა სწავლის გაგრძელება ჩხარის სკოლაში და ყოველდღიურად ავტობუსებით გადაადგილება, ან დასრულდება თუ არა პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში.

„ქუთაისიპოსტმა“ თერჯოლის მუნიციპალიტეტს სწორედ იმის გასარკვევად მიმართა, რამდენად არის მერია ჩართული სკოლის რეაბილიტაციის პროცესში, აქვს თუ არა ინფორმაცია სამუშაოების დასრულების ვადებზე და სად გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას მანამდე.

"განათლების საკითხი არ არის ჩვენი კომპეტენცია. ამ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ განათლების სამინისტრის", - გვიპასუხეს თერჯოლის მუნციპალიტეტის მერიაში. 

თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები უკვე ოთხი წელია მეზობელ სოფელ ჩხარში ავტობუსებით გადაადგილდებიან. მიზეზი სკოლის შენობის გაჭიანურებული რეაბილიტაციაა.

ამ დროისთვის 500-ზე მეტი მოსწავლე ყოველდღიურად 12-კილომეტრიან გზას გადის, რათა სწავლა ჩხარის საჯარო სკოლაში გააგრძელოს. მოსწავლეებთან ერთად ჩხარში გადაადგილდებიან პედაგოგებიც. 


ამავე თემაზე:







Print