ახალი ამბები
შრომის ინსპექცია - ობიექტს მიეცა სამუშაოების აღდგენის უფლება
FaceBook

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე სამუშაოების აღდგენის უფლება უსაფრთხოების ნორმების დარღვევების გამოსწორების შემდეგ გაიცა.


ამის შესახებ „ქუთაისიპოსტს“ შრომის ინსპექციაში განუმარტეს.

„სამუშაოები ჩერდება უსაფრთხოების ნორმების დარღვევის საფუძველზე და ამ დარღვევის გამოსწორების შემდეგ ხდება აღდგენა“, - განუმარტეს „ქუთაისიპოსტს“ შრომის ინსპექციაში.

უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად რა სახის დარღვევა გამოვლინდა ობიექტზე და რა უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო შეჩერდა სამუშაოები.

იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე, 15 ივლისს ერთი მუშა დაიღუპა. ბეტონის დასხმის დროს რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც მუშა მის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე:


ქუთაისში მშენებლობაზე რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევას ერთი მუშა ემსხვერპლა

ქუთაისში მშენებლობაზე რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა — ერთი მუშა მის ქვეშ მოყვა

 

 

Print