ახალი ამბები
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ ტერიტორიაზე მრავალბინიანი კორპუსი შენდება
FaceBook

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.


შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსებული საინფორმაციო დაფის მიხედვით, ადგილზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება.


პროექტის მიხედვით, შენობა ჯამში 7-სართულიანი იქნება — ერთი სართული მიწისქვეშა, ხოლო 6 სართული მიწისზედა.


საინფორმაციო დაფაზე მითითებული ინფორმაციით, მშენებლობის დამკვეთი შპს  „პრემიუმ ქონსტრაქშენია",  ხოლო სამუშაოების  დასრულების სავარაუდო ვადად 2029 წელი განსაზღვრული. 

ასათიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სასტუმროს შენობა აუქციონზე სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის ივნისში გაიტანა.

ტერიტორია შპს „პრემიუმ ქონსტრაქშენმა“ 2 მილიონ 155 000 ლარად შეიძინა.

Print