ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსებული საინფორმაციო დაფის მიხედვით, ადგილზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება.
პროექტის მიხედვით, შენობა ჯამში 7-სართულიანი იქნება — ერთი სართული მიწისქვეშა, ხოლო 6 სართული მიწისზედა.
საინფორმაციო დაფაზე მითითებული ინფორმაციით, მშენებლობის
დასრულების სავარაუდო ვადა 2029 წელია.
მასალის გამოყენების პირობები