ახალი ამბები
ქუთაისში გადაადგილება გართულებულია - "შუქნიშანი 2 დღეა არ მუშაობს"
FaceBook
ადგილობრივები შუქნიშნის დროულად მოწესრიგებას ითხოვენ.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე არსებულ გზაჯვარედინზე შუქნიშანი ორი დღეა მწყობრიდანაა გამოსული.

შუქნიშნის დაზიანების გამო ადგილობრივების თქმით, გადაადგილების პრობლემა როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილით მოსარგებლე ადამიანებს ექმნება.

"გუშინ მწვანე შუქთან ერთად წითელი ინთებოდა, არეული იყო, რამაც რამდენჯერმე საავარიო მდგომარეობა შექმნა. დღეს მთლიანად გათიშულია. ისედაც რთული გზაჯვარედინია და შუქნიშნის მწყობრიდან გამოსვლა კიდევ უფრო ართულებს გადაადგილებას," - ამბობენ კერძო ტაქსის მძღოლები.

ადგილობრივები შუქნიშნის დროულად მოწესრიგებას ითხოვენ.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე შუქნიშანი დაზიანდა, რის გამოც ის მოხსნეს და შესაკეთებლად წაიღეს.

მათივე ინფორმაციით, შუქნიშანი ხვალ მოწესრიგებდა.
Print