ახალი ამბები
წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ რეკონსტრუქცია კიდევ 2 წელი გაგრძელდება
FaceBook

წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.



თუმცა, ადგილზე დასაქმებული პირების ინფორმაციით, სამუშაოები კიდევ დაახლოებით ორი წელი გაგრძელდება.


რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ შენობაში Hilton-ის ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გაიხსნება.


პროექტის ფარგლებში შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნება იგეგმება. ამასთან, სასტუმროს დაემატება ახალი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სახურავზე განთავსებული აუზები და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი.


სანატორიუმი „თბილისი“ პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში გამოცხადებული აუქციონის შედეგად გაიყიდა. 28 399 კვადრატული მეტრის ფართობის შენობა შპს „აკამ“ ,  2022 წლის აგვისტოში, 3 მილიონ 152 300 ლარად შეიძინა.

ყოფილი სანატორიუმის ახალი მფლობელი კომპანიის დირექტორი  ჯამართა ჩარკვიანია. მან "ქართულ ოცნებას" 2021 წელს 60 ათასი ლარი შესწირა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მის სახელს რამდენიმე კომპანია უკავშირდება. იგი გახლავთ შპს "აკა" - ს 97.38% პროცენტიანი წილის მფლობელი. ამის გარდა, წილები სხვადასხვა კომპანიებშიც უფიქსირდება. ესენია: შპს "აკა +"; შპს "დიღომი დეველოპმენტის "; და "შპს ჯი დი ჯგუფი".


ფოტო გოდერძი ფუტკარაძე.


ამავე თემაზე:

„შეუნარჩუნდება ძველი სახე“ - წყალტუბოში სანატორიუმ „თბილისის“ რეკონსტრუქცია სამი წელი გაგრძელდება


 

Print