18 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან — ომიდან, რომელმაც არაერთი სიცოცხლე შეიწირა, ოჯახები დაანგრია და ათასობით ადამიანს საკუთარი სახლიდან წასვლა აიძულა.
რუსეთ-საქართველოს ომს ქუთაისიდან 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
170 მოსამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომლისა და
224 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობამ ჯამში 2
232 შეადგინა, მათ შორის 1 045 სამხედრო მოსამსახურე იყო.
იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა 150 ათასი ადამიანი, რომელთაგან დაახლოებით 30 ათასი დღემდე დევნილობაში ცხოვრობს.
დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის
მიერ.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა
და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო
საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად
რჩება.
მასალის გამოყენების პირობები