ახალი ამბები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
FaceBook

რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც გასულ წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა, სექტემბერში გაუქმდება.


 

სამინისტროს შექმნიდან დაახლოებით ერთ წელიწადში მისი გაუქმების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დააანონსა. მისი განცხადებით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში რეგიონული განვითარების სამინისტროს არსებობა საჭიროებას კარგავს.

უწყების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

მანამდე, საკანონმდებლო ცვლილებების დასრულებამდე, რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

Print