ხარაგაულის სოფელ ხემაღალისა და ღვერკის შემდეგ, საცხოვრებელ სახლებზე ბზარები უკვე მეზობელ სოფელ ხორითშიც გაჩნდა.
ადგილობრივი მცხოვრები ლამარა გრძელიძე ამბობს, რომ მის სახლს ბზარები ყოველდღიურად ემატება და დაზიანება იმდენად გაღრმავდა, რომ ბალავერიც გაიხსნა. მისი თქმით, სოფელში მხოლოდ მისი სახლია ასეთ მდგომარეობაშია.
მისი თქმით, გეოლოგებმა ტერიტორია უკვე შეისწავლეს, ოჯახი კი
უსაფრთხოების მიზნით ქირით გადაიყვანაზე შეთანხმდენენ.
ხარაგაულში ბინა უკვე ვიქირავეთ და, ალბათ, მალე იქ გადავალთ, მაგრამ
ჯერ მიწის ნაკვეთსა და საქონელს ვერ დავტოვებ. მიწას ვამუშავებთ,
ძროხაც გვყავს და ასე მარტივად წასვლა არ გამოდის.
300 ლარი დაგვირიცხეს ბინის ქირისთვის, მაგრამ ეს თანხა რას ეყოფა.
ცოტას ჩვენც დავამატებთ. ძალიან კარგი სახლი მქონდა, ეს რა
დაგვემართა,“ – ამბობს სოფელ ხორითის მცხოვრები ლამარა გრძელიძე.
ოჯახს საცხოვრებლი სახლის ქირას ხარაგულის მუნიციპალიტეტის
მერია გადაუხდის.
ხარაგაულის სოფელ ღვერკსა და ხემაღალში უკვე ერთ წელზე მეტია, მიწის
მასების მოძრაობის გამო მძიმე მდგომარეობაა. მეწყერმა 112 ოჯახის
საცხოვრებელი სახლი საცხოვრებლად უვარგისი და საშიში გახადა.
დაზიანებულია როგორც საცხოვრებელი სახლები, ისე დამხმარე
ნაგებობები.
„ქუთაისიპოსტთან“ საუბრისას ღვერკისა და ხემაღალის მცხოვრებლები
აცხადებდნენ, რომ მათი ვარაუდით, მეწყრული პროცესები შესაძლოა ახალი
რკინიგზის მშენებლობის დროს ჩატარებულ სამუშაოებს უკავშირდებოდეს.
სწორედ ამ საკითხის დადგენას ითხოვენ ისინი სასამართლოს
გზით.
ამავე თემაზე:
"ჩვენ ეკომიგრანტები არ ვართ“ - რას ამბობენ
ღვერკისა და ხემაღალის
მცხოვრებლები
მასალის გამოყენების პირობები