ახალი ამბები
რა დაადგინა შრომის ინსპექციამ შარტავას ქუჩაზე მუშის დაღუპვის საქმეზე
FaceBook

რა დარღვევები გამოავლინა შრომის ინსპექციამ ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ და მიეცემა თუ არა კომპანიას სამუშაოების გაგრძელების უფლება, უწყება სატელეფონო კომენტარში არ აკონკრეტებს.



„ქუთაისიპოსტს“ შრომის ინსპექციაში განუცხადეს, რომ აღნიშნულ ინფორმაციაზე პასუხის მისაღებად ოფიციალური წერილობითი მიმართვაა საჭირო.

8 ივნისს, ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისას მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

მამაკაცი მესამე სართულზე ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, როდესაც გადმოვარდა.

სამუშაოები ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში მიმდინარეობს. ტენდერი მერიამ 2025 წლის ივლისში გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვის პირობების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას 29 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადების რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულება დაევალა.

ხელშეკრულების ღირებულება 7 882 023 ლარია.


ამავე თემაზე:

უთაისში კორპუსის რეაბილიტაციისას მუშა დაიღუპა








 

Print