ახალი ამბები
„ჭერი რომ ჩამოინგრა, საშინელი ხმა ჰქონდა“ — ნიკეას საცხოვრისის მცხოვრებლები მძიმე პირობებზე საუბრობენ
FaceBook

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებლები მძიმე საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ.


მათი თქმით, შენობაში კედლები და ჭერი მრავალ ადგილას გაბზარული და ჩამოშლილია. ზოგიერთ მონაკვეთში ბზარები იმდენად დიდია, რომ შიგნით არსებული არმატურის რკინა ჩანს. მოსახლეობა ასევე ნესტის პრობლემაზეც მიუთითებს, რის გამოც ბინებში კედლები ზიანდება, ხოლო იატაკისა და კედლის ფილები ამოვარდნილია.



ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისი 2017 წელს მოეწყო. პროექტი უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იყო განკუთვნილი და თავდაპირველად 48 ოჯახზე იყო გათვლილი.

Print