ახალი ამბები
ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
FaceBook

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიას ფეისბუკპოსტის გამო 14 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.



საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. სასამართლოს სამართლებრივი რეაგირების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

"ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ე.წ. სასამართლო სხდომებს გამართავენ, საერთოდ არ მაინტერესებს, წერონ და იკითხონ.მე მაინტერესებს ის, რომ მე დავწერ და წავიკითხავ იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნია - ეს იქნება ეთერში, ეს იქნება სოციალური ქსელები. სიტყვის თქმას ვერავინ აგვიკრძალავს.

ასე რომ, ამ სქრინვა-სქროლვის სააგენტო თუ რაც ჰქვია, შეუძლია, გააგრძელოს თავისი ე.წ. მოღვაწეობა, სასამართლოს განიხილოს სხდომებზე იქ მიტანილი სქრინები, მე ვურჩევდი, რომ ხმამაღლა წაიკითხონ, ასე უფრო საინტერესო იქნება. არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, ჯარიმას დაწერს ე.წ. მოსამართლე, პატიმრობის გადაწყვეტილებას გამოცხადებინებენ თუ როგორც იქნება",
Print