ქუთაისში მოქალაქეები უკვე მე- 600-ე დღეა უწყვეტ
საპროტესტო აქციებს მართავენ.
დემონსტრანტები ყოველდღიურად იკრიბებიან და აცხადებენ, რომ მათი
მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში სამართლიანობის, დემოკრატიული
პრინციპებისა და ადამიანის უფლებების დაცვაა. ისინი ხელისუფლებას
უსამართლო გადაწყვეტილებებს, პოლიტიკური ნიშნით დევნასა და
დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებას აპროტესტებენ.
„მე-600-ე დღეა პროტესტი გრძელდება ქვეყანაში. მე მგონია, რომ ეს
დღეები გვჭირდებოდა იმისთვის, რომ ჩამოყალიბებულიყო უკეთესი
საზოგადოება, რომელიც მომავალში არცერთ ხელისუფლებას აღარ აპატიებს
თავგასულობას და უსამართლობას. რთულია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის
განვითარებას ასე სჭირდება“, — ამბობს ქუთაისში მიმდინარე უწყვეტი
პროტესტის მონაწილე მიშიკო მუმლაძე.
უწყვეტი პროტესტი ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ
დაიწყო, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში"
განაცხადეს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებენ
ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის
საკითხს.
მასალის გამოყენების პირობები