იმერეთსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავების ღონისძიებები თბილისის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ჩაატარეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 6 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები