ახალი ამბები
იოსელიანის ქუჩაზე მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ სამუშაოები შეჩერებულია
FaceBook

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შრომის ინსპექციამ ობიექტზე სამუშაოები შეაჩერა.



შრომის ინსპექციაში აცხადებენ, რომ შემთხვევის მოკვლევა მიმდინარეობს.

„ასევე, მიმდინარეობს მოკვლევა“, – განუმარტეს „ქუთაისიპოსტს“.


უბედური შემთხვევა დღეს, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბეტონის დასხმის დროს რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც მუშა მის ქვეშ მოექცა და  გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე საცხოვრებელ კორპუსს სამშენებლო კომპანია „მაუდი რეზიდენსი“ აშენებს.

ამავე თემაზე:

ქუთაისში მშენებლობაზე რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევას ერთი მუშა ემსხვერპლა

ქუთაისში მშენებლობაზე რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა — ერთი მუშა მის ქვეშ მოყვა

 

Print