ახალი ამბები
ქუთაისში მშენებლობაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
FaceBook

ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.


როგორც უწყებაში „ქუთაისიპოსტს“ განუმარტეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.


დღეს, ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბეტონის დასხმის დროს რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც მუშა მის ქვეშ მოყვა.

ადგილზე საცხოვრებელ კორპუსს  სამშენებლო კომპანია "მაუდი რეზიდნსი" აშენებს.

ამავე თემაზე:

ქუთაისში მშენებლობაზე რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევას ერთი მუშა ემსხვერპლა

ქუთაისში მშენებლობაზე რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა — ერთი მუშა მის ქვეშ მოყვა


 


 

Print