ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისას, ბეტონის დასხმის დროს, რკინის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რის შედეგადაც ერთი მუშა მის ქვეშ მოყვა.
„ჩამონგრევის დროს საშინელი ხმა იყო. იმ მომენტში ბეტონის დასხმაზე ორი ადამიანი მუშაობდა. ერთი გადარჩა, მეორეს კი ეძებენ. როგორც ვიცით, სამშენებლო ობიექტზე უცხოელებიც არიან დასაქმებულები, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, კონსტრუქციის ქვეშ მოყოლილი ადამიანი ადგილობრივია“, — ამბობენ ადგილზე მყოფები.
მასალის გამოყენების პირობები