ახალი ამბები
"მესაჭიროება თქვენი დახმარება" - ქუთაისელი პიანისტი საზოგადოებას მიმართავს
FaceBook

ქუთაისელი, ახალგაზრდა მუსიკოსი გორგი არაბიძე  ბარსელონაში სწავლას იწყებს — მხარდაჭერისთვის მიმართავს საზოგადოებას


"ურთულესი მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ სწავლას ვიწყებ ბარსელონაში, კატალონიის მუსიკის უმაღლეს სასწავლებელში!

იწყება ამ გზის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც, როგორც ბევრი დიდი შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსსაც მოითხოვს.

თუ ვინმეს სურვილი გექნებათ, თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩემ კარიერულ წინსვლაში, ნებისმიერი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი იქნება ჩემთვის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვისაც ნამდვილად გულწრფელად ვუყვარვარ და უხარია ჩემი თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი.

მადლობა ყველას, ვინც აქამდე და ახლაც ჩემს გვერდით ხართ. წინ კვლავ უამრავი საინტერესო გამოწვევა მელის, იმედი მაქვს ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ", - ამბობს ახალგაზრდა პიანისტი. 

ანგარიშის ნომრები:

საქართველოს ბანკი: #GE37BG0000000610954450

TBC ბანკი: #GE54TB7160545061100131

მიმღები: გიორგი არაბიძე





Print