ქუთაისი-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი
ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად სამხედრო
მოსამსახურე დაიღუპა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი კაპრალი რაჟდენ
ლეთოდიანია.
„სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 11
ივლისს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება სისხლის
სამართლის საქმეზე — სატრანსპორტო საშუალების მართვის წესის დარღვევის
ფაქტზე, რასაც სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება მოჰყვა“, —
ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები