ახალი ამბები
"ქუთაისი–წყალტუბოს გზისა და ნიკეას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები სისტემატურად იწმინდება"
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მიმდებარედ და ქუთაისი–წყალტუბოს ავტომაგისტრალის გზისპირზე არსებული ნაგავსაყრელების პრობლემასთან დაკავშირებით „ქუთაისიპოსტმა“ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას კითხვით მიმართ, რა ღონისძიებები ტარდება და რას გეგმავს უწყება პრობლემის მოსაგვარებლად.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ა(აიპ) „წყალტუბოს დასუფთავების ცენტრი“ სისტემატურად ახორციელებს წყალტუბო–ქუთაისის ავტომაგისტრალისა და მის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებას, მათ შორის სამშენებლო, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენებისგან. გთავაზობთ, ადმინისტრაციის სრულ განმარატებას:


"ა(აიპ) „წყალტუბოს დასუფთავების ცენტრი“ სისტემატურად ახორციელებს წყალტუბო-ქუთაისის ავტომაგისტრალისა და მის მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავებას, მათ შორის სამშენებლო, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის ნარჩენებისგან. ასევე, პერიოდულად იწმინდება ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მიმდებარე ავტობანის გზისპირი.

სამწუხაროდ, მოსახლეობის მიერ აღნიშნულ ტერიტორიებზე პერიოდულად ფიქსირდება ნარჩენების თვითნებურად დაყრის ფაქტები, მათ შორის კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზეც. ასეთ შემთხვევებში ხდება როგორც დასუფთავება, ასევე შესაბამისი სამსახური კერძო ტერიტორიის მესაკუთრეებს მიმართავს და მიუთითებს მათი კუთვნილი ფართობების დასუფთავებაზე.

მოვუწოდებთ მოსახლეობას დაიცვან გარემოსდაცვითი წესები, არ განათავსონ ნარჩენები უნებართვო ადგილებში და იზრუნონ გარემოს სისუფთავეზე". 

ამავე თემაზე:

ნარჩენების გორები წყალტუბო–ქუთაისის გზაზე

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის ბოლოს, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე არაოფიციალური სამშენებლო ნაგავსაყრელია მოწყობილი


Print