პოლიტიკა
ქუთაისში გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს
FaceBook
ამ წუთებში ქუთაისში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ოჯახის წევრებს ქალაქის შემოსასვლელი გზა აქვთ გადაკეტილი. 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრები, დროული გამოძიებისა და რეალური მკვლელის პოვნის მოთხოვნით საპროტესტო აქციას ყოფილი მინისტარის ქარხანასთან არსებულ გზაჯვარედინთან მართავენ.
ცენტრალური გზის გადაკეტვა ოჯახის წევრებმა 12 საათზე დაიწყეს, თუმცა, საპატრულო პოლიციის წინასწარი მობილიზაციით, მძღოლები შემოვლითი გზით სარგებლობენ, რის შედეგადაც გზის გადაკეტვამ რეალური შედეგი ვერ გამოიღო.
აქციაზე ოჯახის წევრებს ქალაქის მაცხოვრებლებიც შეურთდნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ავარიის შედეგად გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის საქმის სამართლიანი გამოძიებაა. ქუთაისში ავარიის შედეგად გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრების თქმით, გამოძიების პროცესს აჭიანურებენ.
19 წლის ნანა გიგლემიანი ავარიის შედეგად მიმდინარე წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნანა გიგლემიანი "ჯიპის" მარკის დაჯახების შედეგად მძიმე სატრანსპონტო საშუალება "კრაზის" მარკის მანქანის ბობრლებში შევარდა და გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების ვარაუდით, სამართალდამცველები ნამდვილი მკვლელის ვინაობას მალავენ და დანაშაულის სხვა ადამიანისთვის გადაბრალებას ცდილობენ.
ანა ჯანაშია
Print