ახალი ამბები
„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ხარაგაულის საკრებულომ ფოტოდან ამოჭრა
FaceBook

„ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ხარაგაულის საკრებულომ ფოტოდან გააქრო.


აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  გამოცემა ავრცელებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე 2026 წლის 6 ივლისის სხდომის ამსახველი ფოტო თავდაპირველად იმგვარად გამოქვეყნდა, რომ მასზე დამოუკიდებელი გამოცემა „ჩემი ხარაგაულის“ ჟურნალისტი ნინო კაპანაძე აღარ ჩანდა, მიუხედავად იმისა, რომ სხდომის მიმდინარეობისას იგი მისთვის მითითებული ადგილიდან არც ერთი წამით არ ამდგარა.


ფოტოს თავდაპირველი და მოგვიანებით შეცვლილი ვერსიების შედარება აჩვენებს, რომ განსხვავება მხოლოდ ერთია — პირველ ვერსიაში ჟურნალისტი ფოტოდან ამოჭრილია, ხოლო მეორე ვერსიაში იგივე კადრი უცვლელი სახით არის გამოქვეყნებული.


ფაქტის აღმოჩენის შემდეგ „ჩემი ხარაგაულის“   რედაქციამ  აღნიშნული ფოტო ხარაგაულის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს, გაუგზავნეს. სწორედ მანამდე, სხდომის დაწყებისას, მან ჟურნალისტს ხუმრობით მიმართა: „ფოტოებში მაინც გამოჩნდებითო“.


ცოტა ხანში საკრებულომ თავდაპირველად გამოქვეყნებული ფოტო შეცვალა და ფეისბუქგვერდზე უკვე რეალური კადრი ატვირთა, რომელზეც ნინო კაპანაძეც ჩანს.


„ჩემი ხარაგაული“ აცხადებს, რომ ფოტოს თავდაპირველი და შეცვლილი ვერსიები, ასევე ამ ფაქტის დამადასტურებელი სხვა მასალები, მის ხელთ ინახება.


გამოცემის კითხვაზე, რატომ ამოიჭრა ჟურნალისტი ოფიციალური ფოტოდან, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ, სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტისა და ფოტოების შესახებ არაფერი იცის.

Print