ახალი ამბები
მეშვიდე კლასიდან ქიმია და საგნობრივი ცვლილებები — 2026–2027 წლის ახალი სასწავლო გეგმა
FaceBook

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.


განახლებული საათობრივი ბადე უკვე გადაეგზავნა სკოლებს, თუმცა ის ჯერ ოფიციალურად დამტკიცებული არ არის.


ცვლილებების მიხედვით, ქიმია მე-8 კლასის ნაცვლად მე-7 კლასიდან დაემატება. ამავე საფეხურზე ქართული ენა და ლიტერატურა ცალკე საგნებად გაიყოფა, ასევე ცალკე ისწავლება საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია.

დაწყებით საფეხურზე გაზრდილია ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის საათობრივი დატვირთვა.

ცვლილება შეეხება მე-10 კლასსაც — ისტორიის კურსიდან ამოღებულია მსოფლიო ისტორია და მოსწავლეები მხოლოდ საქართველოს ისტორიას შეისწავლიან.

Print