ახალი ამბები
ქუთაისში, ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში 10 ოჯახი კვლავ მძიმე პირობებში ცხოვრობს
FaceBook
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.
მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

შენობა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია. ადგილობრივების თქმით, ყოველდღიურად უწევთ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრება. ისინი ამბობენ, რომ შენობაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია და უსაფრთხოების მხრივაც მძიმე ვითარებაა.

მოსახლეობა ხელისუფლებას ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფას სთხოვს. მათი განცხადებით, ამ მოთხოვნით სხვადასხვა უწყებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

ყოფილი სამხატვრო სკოლის შენობაში ოჯახები 2011 წლიდან ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში რამდენიმე ოჯახი სოციალურ საცხოვრისში გადაიყვანეს, ნაწილი ამ დრომდე შენობაში რჩება.

2024 წელს მათი მდგომარეობით საქართველოს სახალხო დამცველიც დაინტერესდა, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათი საცხოვრებელი პირობები კვლავ არ შეცვლილა.
Print