„მიწის მასივი შესაძლოა ჩაიშალოს“ — სარაჯიშვილის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას
15:25 / 04.07.2026
ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მდინარე
რიონის მარჯვენა სანაპიროს დამცავი კედლების მდგომარეობის გამო
დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივების თქმით, დამცავ კედლებზე წლების
განმავლობაში ხეები და სხვადასხვა სახის მცენარეებია გაზრდილი,
რომელთა ფესვთა სისტემა კედლებსა და მდინარის კალაპოტს აზიანებს, რაც
განსაკუთრებით წყალუხვობის პერიოდში საფრთხეს კიდევ უფრო
ზრდის.
"კალაპოტის კედლებზე დიდი ხეებია უკვე გაზრდილი. ფესვთა სიტემა
ანგრევს კალაპოტის კედლებს.
სარაჯიშვილის გასწვრივ სანაპირო ზოლის კედლები იშლება. კელებიდან
ლოდები გამოანგრია წყალმა. მალე ჩვენი სახლები წყალში
აღმოჩნდება.
შესაძლებელია, მიწის მასივი მთლიანად ჩაიშალოს, რასაც შესაძლოა მძიმე
შედეგები და მსხვერპლიც მოჰყვეს. ძალიან გთხოვთ, მოგვაქციოთ
ყურადღება და დაგვეხმაროთ", — ამბობს ადგილობრივი
მცხოვრები.
მასალის გამოყენების პირობები