ქუთაისის №36 საჯარო სკოლის დირექტორმა სააპელაციო
სასამართლოში
გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება,
რომელმაც ამავე სკოლის პედაგოგის ნატალია თურქაძის სამსახურიდან
გათავისუფლება უკანონოდ ცნო და მისი სამსახურში აღდგენა დაადგინა.
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ნატალია
თურქაძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება დირექტორმა არ გაიზიარა.
თავდაპირველად არ დაეთანხმა დისციპლინური საბჭოს დასკვნას, ხოლო ახლა
სააპელაციო წესით გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილებაც.
ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ამავე სკოლის დირექტორმა
ეკატერინე დოლიძემ, სამსახურიდან მიმდინარე წლის თებრვალში
გაათავისუფლა. სამსახურიდან გაშვების მიზეზად
კურსდამთავრებულებისგან სამოგზაურო საჩუქრის მიღება
დაასახელა.
გათავისუფლებულ პედაგოგს მხარდაჭერას კოლეგები, მშობლები და
მოსწავლეები უცხადებდნენ.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები