ახალი ამბები
დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
FaceBook
ქუთაისში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დაახლოებით 4 900 პირია რეგისტრირებული.
2026 წელს ქუთაისში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სამი საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდები ქალაქის №41, №17 და №23 საჯარო სკოლებში ტარდება.

გამოცდების რესურსცენტრის ინფორმაციით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე რეგისტრირებული 2 254 აბიტურიენტიდან გამოცხადდა 2 174, ხოლო 80 აბიტურიენტი გამოცდაზე არ მივიდა.

რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 83 000-ს გადააჭარბა.

გამოცდები 12 ქალაქში იმართება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
Print